გახარიას პარტიამ ბოიკოტი შეწყვიტა, შესაბამისი წერილით მანდატშეჩერებული დეპუტატების 8 ადგილმონაცვლემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა - „ქრონიკის“ ექსკლუზიური ინფორმაცია

გახარიას პარტია

„ქრონიკის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, გახარიას პარტიის მანდატ შეჩერებული დეპუტატების რვა ადგილმონაცვლე პარლამენტის თავმჯდომარეს თხოვნით მიმართავს, იმოქმედოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

როგორც ირკვევა, გახარიას პარტია ბოიკოტს წყვეტს.

ისინი პარლამენტს უგზავნიან კონკრეტულ დოკუმენტებსაც, სადაც დანართის სახით წერია, რომ მათ შეწყვიტეს პარლამენტის წევრის ქცევასთან შეუსაბამო საქმიანობა.