როგორ მივხვდეთ, გველი შხამიანია თუ არა? - სპეციალისტის რჩევა
1751229410
გახარიამ თავისი შატალოთი თავის თავს გამოუტანა გადაწყვეტილება. დანარჩენი უკვე ავტომატიზმის საკითხია. რიგგარეშე სესიის ფარგლებში ამას განვიხილავთ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გიორგი გახარიასთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტაზე.
ჟურნალისტმა ჰკითხა, როდის გავა კენჭისყრაზე გახარიასთვის მანდატის შეწყვეტის საკითხი.
„თავის მანდატებს თავადვე აუქმებენ. როგორც ხაზარაძემ და სხვებმა თავიანთი თავი თავად დაიჭირეს იმით, რომ არ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაზე და კარგად იცოდნენ რა შედეგი მოჰყვება, ასევე გახარიამ თავისი შატალოთი თავის თავს გამოუტანა გადაწყვეტილება. დანარჩენი უკვე ავტომატიზმის საკითხია. რიგგარეშე სესიის ფარგლებში ამას [შეწყვეტას] განვიხილავთ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.