1755268963
დიდი პატივია, ვიყო ხულოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი. მადლობა ამ დიდი ნდობისთვის და შესაძლებლობისთვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს - ვახტანგ ბერიძე

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ვიყო ხულოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი და არჩევის შემთხვევაში მერი“, - განაცხადა „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ.
მან „ქართული ოცნების” მთელ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მე მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ხელმძღვანელობას. მინდა მადლობა გადავუხადო სულხან თამაზაშვილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ამ დიდი ნდობისთვის და შესაძლებლობების მოცემისთვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს“, - განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.