ირაკლი ქადაგიშვილი: ნებისმიერი თავმოყვარე პარტიისათვის საარჩევნო პოლიტიკის და კანდიდატურების დაკავშირება და შეთანხმება უცხოურ ძალებთან, არის ხარაკირის ჩატარება

ირაკლი ქადაგიშვილი

ნებისმიერი თავმოყვარე პარტიისათვის საარჩევნო პოლიტიკის და კანდიდატურების დაკავშირება და შეთანხმება უცხოურ ძალებთან, არის ჰარაკირის ჩატარება, - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ირაკლი კუპრაძე და ბერდია სიჭინავა ბერლინში გიორგი გახარიას შეხვდნენ.

„ნებისმიერი თავმოყვარე პარტიისათვის საარჩევნო პოლიტიკის და კანდიდატურების დაკავშირება და შეთანხმება [უცხოურ ძალებთან], თუ ეს ასე არის, არის სირცხვილი. ეს არის თვით ჰარაკირის ჩატარება. მათი ყველა გადაწყვეტილება იქნება იმპულსური, აქედან გამომდინარეც შედეგებიც იმპულსური იქნება და არა რაიმე სისტემური“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ირაკლი კუპრაძე და გახარიას პარტიის წარმომადგენელი ბერდია სიჭინავა ბერლინში გიორგი გახარიასთან იმყოფებოდნენ. ფაქტი დაადასტურეს გახარიას პარტიაშიც და ლელოშიც. არსებული ინფორმაციით, პარტიები საარჩევნო სიასა და კანდიდატებზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან. „ლელოს" წევრმა ირაკლი კუპრაძემ შეხვედრა დაადასტურა და განაცხადა, რომ გახარიას პარტიასა და „ლელოს" აუცილებლად საერთო კანდიდატი ეყოლებათ.