„შემთხვევით ბუხარში ბენზინი შეასხა...“ - ამბროლაურში არასრულწლოვანს გლოვობენ
1770061926
"გაიხედეთ გარეთ, 2026 წელი დგას, მორჩა, ის სამყარო აღარ არსებობს. ეს არ არის მწვანე მდელო, სადაც მგელი და კრავი ერთად ძოვენ. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება სამყაროში და ეს იწინასწარმეტყველა ამ კანონმა - ამიტომ გაუსწრო წინ გეოპოლიტიკურად იმ მოვლენებს, რაც ხდებოდა," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში" ისაუბრა.
"ბატონი იაგო საუბრობდა, სუს-ი რისთვის გყავთო. სუს-ი რომ გვყავს და კარგად მუშაობს, იმიტომაც არის, წელიწადში ერთხელ რევოლუციებს რომ გეგმავენ და ვერ ახორციელებენ. თუმცა, მეორე მხრივ, გაიხედეთ გარეთ - 2026 წელია, აღარ არის 2022 და 2023 წელი. ისე საუბრობთ, თითქოს ამერიკის ადმინისტრაციას USAID-ი არ დაეხუროს, თითქოს "რადიო თავისუფლებისთვის" დაფინანსება არ შეწყდა.
თქვენ კითხვა არ გიჩნდებათ? აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მიერ დაფუძნებულ "რადიო თავისუფლებას", რომელიც ოფიციალური პროპაგანდის ინსტრუმენტი იყო, დაფინანსება შეუწყვიტა ამერიკამ და ვინ აფინანსებს? - ევროპული წყაროები. კითხვა არ გიჩნდებათ, როგორ გადაიბარეს ეს პროპაგანდის ინსტრუმენტი?
შეწყვეტის მიზეზი რა იყო - აშშ-ის გამოცხადებული პოლიტიკა დღეს არის ის, რომ აღიარეს და ამხილეს: ეს იყო სხვა ქვეყნებზე გავლენის მოხდენა, მათთვის იდეოლოგიების თავს მოხვევა. ამაზე უარი თქვა დღევანდელმა ადმინისტრაციამ და თქვა, რომ მე სხვა გზებით - ინტერესების წინ წაწევით და ინტერესების შეჯერებით - წავწევ წინ ჩემს ამერიკულ ინტერესებს.
რბილი ძალა სხვა არაფერია, ამიტომ ვამბობ - გაიხედეთ გარეთ, 2026 წელი დგას, მორჩა, ის სამყარო აღარ არსებობს. ეს არ არის მწვანე მდელო, სადაც მგელი და კრავი ერთად ძოვენ. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება სამყაროში და ეს იწინასწარმეტყველა ამ კანონმა - ამიტომ გაუსწრო წინ გეოპოლიტიკურად იმ მოვლენებს, რაც ხდებოდა," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.