ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი - სინოპტიკოსების მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ
1783081258
გაეროს უშიშროების საბჭო ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზების გახანგრძლივებისკენ მოუწოდებს.
მალტის მიერ მომზადებული და 12 ხმით მიღებული რეზოლუცია შეიცავს მოწოდებას ღაზის სექტორში სასწრაფო და გახანგრძლივებული ჰუმანიტარული პაუზებისა და უსაფრთხო დერეფნების შექმნის შესახებ.
რეზოლუცია ასევე აცხადებს, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ "ჰამასისა" და სხვა ტერორისტული ჯგუფების მიერ დაკავებული მძევლები, განსაკუთრებით ბავშვები.
სამმა სახელმწიფომ თავი შეიკავა კენჭისყრისას - აშშ, დიდი ბრიტანეთი და რუსეთი.