1771959006
გადავდივართ მეორე საფეხურზე, რომელიც გახლავთ იმპორტიორი დისტრიბუტორები. პირველ რიგში ვხვდებით საშუალო იმპორტიორ-დისტრიბუტორებს - შოთა ბერეკაშვილი
გადავდივართ მეორე საფეხურზე, რომელიც გახლავთ იმპორტიორი დისტრიბუტორები. პირველ რიგში ვხვდებით საშუალო იმპორტიორ-დისტრიბუტორებს, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.
„გადავდივართ მეორე საფეხურზე, რომელიც გახლავთ იმპორტიორი დისტრიბუტორები. პირველ რიგში ვხვდებით საშუალო იმპორტიორ-დისტრიბუტორებს, რომლების წლიური ბრუნვა შეადგენს 100 მილიონ ლარზე ნაკლებს, შემდეგი შეხვედრა გვექნება დიდი ზომის დისტრიბუტორებთან. ძალიან ღია დისკუსიას ველით აღნიშნულ კომპანიებთან. ჩვენი მიზანია, რომ პროცესი იყოს რაც შეიძლება გახსნილი, გასაგები. მიზანი არის, რომ სწორად მოვახდინოთ პრობლემების იდენტიფიცირება“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია მუშაობას განაგრძობს.











