გადაწყვეტილების მიღებისას, მნიშვნელოვანია დარგის სპეციალისტების მაქსიმალური ჩართულობა, საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია, რათა ყველა გადაწყვეტილება სათანადოდ იყოს გაგებული - თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, გადაწყვეტილებების მიღებისას, იქნება ეს ინსტიტუციური ცვლილება, თუ მასშტაბური საკანონმდებლო რეფორმა, მნიშვნელოვანია დარგის სპეციალისტების ჩართულობა და, რაც მთავარია, საზოგადოებასთან კომუნიკაცია.

„განკარგულებები სხვადასხვა დროს, როგორც მე მახსენდება, 2012 წლიდან დღემდე ქვეყნდებოდა. ხანდახან ვერ იყო ხელმისაწვდომი. როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, მთავრობა და ადმინისტრაცია მიიღებს ყველა ზომას, რათა განუხრელად იყოს დაცული გამოქვეყნების პროცედურა, ასევე, სახვადასხვა ტიპის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა.

როდესაც რაიმე ტიპის გადაწყვეტილება მიიღება, მნიშვნელოვანია დარგის სპეციალისტების მაქსიმალური ჩართულობა, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება მაგალითისთვის, მაშსტაბურ და მნიშვნელოვან საკანონმდებლო რეფორმას ან სხვა ინსტიტუციურ ცვლილებას, რომელიც მოითხოვს დარგის სხვადასხვა სპეციალისტის, ექსპერტის ან წარმომადგენლის აზრის მოსმენას, ვიდრე რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია, რათა ყველა გადაწყვეტილება იყოს მაქსიმალურად ახსნილი და შეძლებისდაგვარად ყველას მიერ სათანადოდ და ზედმიწევნით გაგებული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ხელმძღვანელის რანგში პირველი სხდომა გამართა. ირაკლი კობახიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ ყველა თემაზე გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ საზოგადოებასთან, სპეციალისტებთან, დარგის წარმომადგენლებთან ფართო კონსულტაციების საფუძველზე.