1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციაში კვლავ უთანხმოების თემაა. არჩევნებამდე 5 თვით ადრე, პარტიების ნაწილი ისევ ამტკიცებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. განცხადება გაკეთდა გახარიას გუნდშიც, სადაც თქვეს, რომ არცერთ არჩევნებს ბოიკოტს არ უცხადებენ.
მმართველ გუნდში ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანის მცდელობაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ოპოზიცია საზოგადოებას ატყუებს, თითქოს არჩევნებს ემიჯნება, რეალურად კი არჩევნებისთვის მზადება დაწყებული აქვს, გაცემულია დავალებები და პარტიული შეკრებები რეგიონებში.
თავად გახარიას პარტიაში კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ, როგორც პოლიტიკური პარტია, ისინი ნებისმიერი არჩევნებისთვის ემზადებიან.
"ძალიან გააზრებული გვაქვს, რომ ორი მძიმე გადაწყვეტილებიდან ერთ-ერთი იქნება ასარჩევი. შესაბამისად, გვექნება კომუნიკაცია თავისი არგუმენტებით, ახსნებით რომელი გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული. ჩვენ, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, არ გამოვსულვართ და არ გვითქვამს, რომ რაიმეს ბოიკოტს ვუცხადებთ. ჩვენ, როგორც პოლიტიკური პარტია, რა თქმა უნდა, ნებისმიერი არჩევნებისთვის ვემზადებით,"- აცხადებს პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ბექა ლილუაშვილი.
"ნაციონალურ მოძრაობაში" კი გახარიას პარტიის განცხადებას უაზრობას უწოდებენ:
"ამ განცხადებით ისინი მთლიანად მიდიან საპროტესტო მუხტის წინააღმდეგ, თუკი გახარიას პარტია აპირებს მორიგ ჯერზე, როგორც გავრილოვის ღამის შემოქმედები, ისევ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას - კი ბატონო, მაგრამ წინასწარ განცხადებების გაკეთება, რომ აი, ჩვენ არ ვუცხადებთ ბოიკოტს... ბრძოლა ახლაც მიმდინარეობს, თუკი ყველაფერი შეიცვლება, თუ ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, არცერთი პარტია არ ვუცხადებთ ბოიკოტს და თუ არ ინიშნება, რა არჩევნებში გადიან, ეს არის უაზრობა, მარაზმი," - აღნიშნავს ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” წერვი ლევან სანიკიძე.