ფასების შემცირება პროდუქტებზე და სოციალური წნეხის შემსუბუქება მოქალაქეებისთვის - მომავალ კვირას, პრემიერ-მინისტრი მეწარმეებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შეხვდება

კობახიძე

ფასების შემცირება პროდუქტებზე და სოციალური წნეხის შემსუბუქება მოქალაქეებისთვის - პრემიერის ინიციატივაზე მუშაობა გრძელდება. მომავალ კვირას, სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში, პრემიერი მეწარმეებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შეხვდება. სურსათის გარდა, კომისია მედიკამენტებისა და საწვავის ბაზრის შესწავლასაც გეგმავს.

ირაკლი კობახიძე სხვადასხვა უწყების პირველ პირებთან ერთად, უკვე შეხვდა მსხვილი ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს.

პარალელურად, ფასთა წარმოქმნის პროცესის შესწავლის მიზნით, სუპერმარკეტების ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დოკუმენტაციას ამოწმებს.