"ფასები კომისიებით არ და ვერ მცირდება, ფასები შემცირდება სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებით" - გიორგი შარაშიძე

 გიორგი შარაშიძე

 პარლამენტში ფასების შემსწავლელი დროებითი კომისია დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბება. დეპუტატები ამჯერად საცალო ქსელების ოპერატორებს მოუსმენენ.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ ფასები სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებით შემცირდება.

"ფასები კომისიებით არ მცირდება და ვერ მცირდება. ფასები შემცირდება სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებით. ისეთი პოლიტიკის გატარებით, რომელიც არის მრავლისმომცველი, კომპლექსური, გრძელვადიანი და გათვლილია ამ ქვეყანაში სოციალური თანასწორობის დანერგვაზე. თუმცა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმონაწილეობთ კომისიის მუშაობაში, ვერკვევით ჩვენც სიტუაციაში," - აცხადებს გიორგი შარაშიძე.