ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

პარლამენტი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდებიან. ისინი უკვე შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს. დღესვე კომიტეტის წევრები შეხვდებიან საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლები უკვე მეორე დღეა საქართველოში იმყოფებიან. გუშინ დელეგაციის წევრებმა არასამთავრობო სექტორთან და ოპოზიციურ პარტიებთან გამართეს შეხვედრა.