1754426274
ევროპული ინტეგრაციის გზა სავსე იქნება წინააღმდეგობებით - ბევრ უცხოურ მთავრობას ჩამოატარებს მდინარე; ევროკავშირის მრავალი წევრი ქვეყნის ხელისუფალი წაიტეხს კისერს საქართველოს წინააღმდეგ უსამართლო პოლიტიკურ კეკლუცობაში, ჩვენ კი ვივლით წინ - მახაშვილი

ჩვენ საქართველოს ინტერესებით გადავდგამთ თითოეულ ნაბიჯს. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ უცხოურ მთავრობას ჩამოატარებს მდინარე; ევროკავშირის მრავალი წევრი ქვეყნის ხელისუფალი წაიტეხს კისერს საქართველოს წინააღმდეგ უსამართლო პოლიტიკურ კეკლუცობაში. ჩვენ კი ვივლით წინ, - წერს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე
ლევან მახაშვილი აღნიშნავს, რომ თითოეულ უსამართლო გადაწყვეტილებას სათანადო შეფასება მოჰყვება.
"საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა სავსე იქნება წინააღმდეგობებით.
იქნებიან ძალები, რომელთა მოთხოვნები და გადაწყვეტილებები უსამართლო იქნება; იქნებიან სახელმწიფოები, რომლებიც ინტეგრაციის საკითხს პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენებენ და გაწევრიანების პროცესს დაუსრულებელ ლაბირინთად აქცევენ; ითამაშებენ ჩვენი მოსახლეობის ემოციებსა და ნერვებზე; ჩაერევიან შიდა საქმეებში და ეცდებიან თავიანთ ჭკუაზე ატარონ საქართველო.
თუმცა, როგორც ჩვენს წინაპრებს უთქვამთ, "წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო“. ჩვენ ვმოქმედებთ არა დღევანდელობით, არამედ საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღით - გაერთიანებული, მშვიდობიანი, კეთილდღეობით სავსე სახელმწიფოს იმედითა და მიზნით.
ჩვენ საქართველოს ინტერესებით გადავდგამთ თითოეულ ნაბიჯს. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ უცხოურ მთავრობას ჩამოატარებს მდინარე; ევროკავშირის მრავალი წევრი ქვეყნის ხელისუფალი წაიტეხს კისერს საქართველოს წინააღმდეგ უსამართლო პოლიტიკურ კეკლუცობაში. ჩვენ კი ვივლით წინ. სათანადო შეფასებას მივცემთ თითოეულ უსამართლო გადაწყვეტილებას, მაგრამ მშვიდად და სიბრძნით გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელს არა რომელიმე უცხოური დედაქალაქის, არამედ საქართველოს მოსახლეობის სასიკეთოდ", - წერს ლევან მახაშვილი.