15 წლის შემდეგ ეყოლა ოჯახს შვილი და დააქციეს... - ავარიის დროს დაღუპულ 3 წლის ბავშვს გლოვობენ
1753560095
თამარ ჩერგოლეიშვილი საკუთარ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ ევროპისკენ სიარული და სახელმწიფო გადატრიალება ერთმანეთს გამორიცხავს. ჩერგოლეიშვილი ოპოზიციის იმ ნაწილს მიმართავს, რომელიც კეზერაშვილის-მერაბიშვილის ფრთად მოიაზრება.
"ევროპისკენ სიარული და სახელმწიფო გადატრიალება ერთმანეთს გამორიცხავს. სახელმწიფო გადატრიალების შემთხვევაში, ევროპის კარი საქართველოს დიდხანს ჩაეკეტება.
ამიტომ ნუ ეწყინება ვაშაძის ტროიკას, რომ სიყალბედ მივიჩნევთ მათ განცხადებებს, რომ ევროპისკენ სვლის ჟინმა უნდა გაგვაერთიანოს კეზერაშვილის “პრისოსკების” გარშემო.
იმ ერთობაში, რომელიც ევროპისკენ მიდის, ქართველ ხალხში და არჩევნებში რწმენა უნდა არსებობდეს და აკია ბარბაქაძე არ უნდა ყავდეს სპიკერად რომელიც ეთერ-ეთერ დაიარება და არჩევნების, ანუ ევროპისკენ სვლის ერთადერთი ინსტრუმენტის მნიშვნელობას აუქმებს.
ანუ თქვენ ევროპისკენ არ მიდიხართ. ძალაუფლება გინდათ და ხალხს ევროპით ატყუებთ," - წერს ის საკუთარ facebook გვერდზე.