ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ორი რეზოლუცია დარეგისტრირდა

ევროკავშირი საქართველო

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ორი რეზოლუცია დარეგისტრირდა. იტალიელმა დეპუტატმა, მოძრაობა „ხუთი ვარსკვლავის“ წევრმა, დანილო დელა ვალემ - მემარცხენე ჯგუფის სახელით შეიტანა რეზოლუციის პროექტი, რომელიც მოუწოდებს ყველა მხარეს, პატივი სცენ 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს, იმუშაონ კონსტრუქციულად კანონის უზენაესობის დაცვით და დაძლიონ ქართულ საზოგადოებაში მზარდი პოლარიზაცია.

რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს ევროკავშირს საქართველოს ახალ მთავრობასთან ერთიანი და მიზნობრივი დიალოგისკენ. მეორე რეზოლუციის ავტორი კი „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფია - ტექსტის ავტორი 20 ევროპარლამენტარია.

ეს რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს. ამასთან, პროექტი მიესალმება ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გადაწყვეტილებას, საქართველოში ტექნიკური მისიის გაგზავნის შესახებ. ორივე დოკუმენტზე კენჭისყრა პლენარული სხდომის დღის წესრიგში 28 ნოემბერს არის დანიშნული.