ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი: შეწყვიტეთ იმის თქმა, რომ „ქართული ოცნება“ „პრორუსულია“, ეს სიცრუეა. მათ უბრალოდ სურთ ევროპა, რომელიც პატივს სცემს ერებს

ტიერი მარიანი

ფრანგი ევროპარლამენტარი France 24-ის სტატიას გამოეხმაურა სათაურით „საკანონმდებლო არჩევნები საქართველოში: ნაწილობრივი გადათვლა ადასტურებს პრორუსული პარტიის გამარჯვებას“.

„ჩვენ ისევ და ისევ უნდა გადავითვალოთ, რადგან თავისუფალ ხალხს არ შეუძლია უარყოს ფონ დერ ლაიენის ევროკავშირი. და შეწყვიტეთ იმის თქმა, რომ ისინი [„ქართული ოცნება“] „პრორუსულები“ არიან, ეს სიცრუეა! მათ უბრალოდ სურთ ევროპა, რომელიც პატივს სცემს ერებს“, - დაწერა მარიანიმ სოციალურ ქსელ X-ში.