ევროპარლამენტარი, ტიერი მარიანი - "ბრიუსელის პოლიტიკა ასეთია, თუ ქვეყნის მთავრობა მის მიერ დადგენილ ხაზს არ მიჰყვება: ოფიციალური სტრუქტურები ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს აძლიერებენ"

ტიერი მარიანი

"რუსთავი 2-თან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანმა ისაუბრა.

"რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის კითხვაზე - თქვენ ახსენეთ, რომ საქართველოში NGO-ებმა 24 მილიონი ევრო აიღეს მთავრობის წინააღმდეგ საქმიანობისთვის. ალბათ გაქვთ კონკრეტული ფაქტები. როგორ მუშაობს ეს სქემა?

ევროპარლამენტარი პასუხობს: "ბრიუსელის პოლიტიკა ასეთია: თუ ქვეყნის მთავრობა მის მიერ დადგენილ ხაზს არ მიჰყვება, ოფიციალური სტრუქტურები ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს აძლიერებენ. რატომ ე.წ.? - იმიტომ, რომ ისინი პოლიტიკური ორგანიზაციები არიან, რომლებიც ამომრჩეველზე ზეწოლას ცდილობენ. არსებობს ორგანიზაციები, მაგალითად, "დემოკრატიის მხარდაჭერის ევროპული ფონდი" (EED) - ინტერნეტშიც ნახავთ - ეს არის ევროპული ფული, რომელიც ეძლევა NGO-ებს. ოფიციალურად, ისინი პოლიტიკაში არ უნდა ერეოდნენ, მაგრამ 80% სწორედ პოლიტიკისთვის გამოიყენება - იმ მთავრობების შესაცვლელად, რომლებიც ბრიუსელს არ მოსწონს. მსგავსი NGO-ების დაფინანსებაში მონაწილეობას, ასევე სხვა ორგანიზაციებიც იღებენ, მაგალითად, სოროსის ფონდი. ეს სქემა არის დიდი თვალთმაქცობაა. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ევროკომისიაში თუ ევროპარლამენტში ყველა გამოდის სიტყვით და ამბობს, რომ ჩარევა მიუღებელია. ყოველთვის, როცა პრობლემა ჩნდება, ისინი რუსულ, ინდურ ან ჩინურ ჩარევაზე საუბრობენ. რაც ადასტურებს, რომ აქ, ევროპაში, ორმაგი სტანდარტები მეფობს," - განაცხადა ტიერი მარიანმა.