1734811100
ევროპარლამენტარი: მე ვიყავი დამკვირვებელი, ველაპარაკებოდი ამომრჩევლებს, არასამთავრობოებს და პრობლემებს ვერ ვხედავ, რაზეც საუბრობენ ევროპარლამენტში საქართველოსთან მიმართებაში
წინა რეზოლუციები და დებატები ევროპარლამენტში გმობდნენ შედეგებს საქართველოში, რაც არის მიუღებელი. მე ვიყავი დამკვირვებელი, ველაპარაკებოდი ამომრჩევლებს, არასამთავრობოებს - პრობლემებს ვერ ვხედავ, რაზეც საუბრობენ ევროპარლამენტში საქართველოსთან მიმართებაში, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.
„ევროპული პარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ფონდებს გაყინვისკენ საქართველოსთვის, რომ ეს თანხები გადაეცეს არასამთავრობოებს საქართველოს ხელისუფლების მაგივრად. ეს არის ჩემთვის ნაცნობი სიტუაცია. მე უნგრელი ვარ, ევროკავშირის ქვეყნის წარმომადგენელი. ბევრი რამ ანალოგიური ხდებოდა ჩვენთან. ჩვენი შიდა პოლიტიკაც აღიზიანებს ევროკავშირის ქვეყნებს. მათ სურდათ, რომ ჩვენ პოლიტიკა შეგვეცვალა, ფონდებს გვიყინავდნენ ზუსტად ისე, როგორც საქართველოში, ეს არის მიუღებელი. საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე შიდა კანონი, რომელიც ევროკავშირს სურს, რომ შეიცვალოს.
ევროპარლამენტმა თავის რეზოლუციაში მოუწოდა საქართველოს ჩაატაროს ახალი არჩევნები, გამოიძიოს გაყალბების ყველა შესაძლებელი შემთხვევა. ადამიანების უმეტესობისთვის ეს მიუღებელია. ეს არის ნათლად გამოკვეთილი ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში ევროკავშირის მხრიდან, რომელიც ჩემთვის ძნელი გასაგებია“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.