სკანდალური ინტერვიუ - ქეთი ეგიდუნაშვილმა დუმილი დაარღვია
1748547767
9 წლის განმავლობაში, კრიმინალების ხელისუფლებაში ყოფნისას, მათ მწვანე შუქი ჰქონდათ ანთებული ევროპიდან და აშშ-დან, კრიმინალურ რეჟიმს მოიხსენიებდნენ, როგორც დემოკრატიის შუქურას, ამიტომ არ გვიკვირს, რომ 2012 წლის შემდეგ ისინი მფარველობენ კრიმინალებს უკვე ოპოზიციის რიგებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ში უფრო სწრაფად შეიცვლება სიტუაცია, ვინაიდან ახალი ადმინისტრაცია ებრძვის „დიფ სთეითს“ და აღნიშნა, რომ ევროპაში უფრო რთულად არის საქმე.
მისივე თქმით, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, რადგან ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანია.
„კრიმინალებს საქართველოში მფარველობენ 2012 წლიდან მოყოლებული, ჯერ მანამდე მფარველობდნენ 9 წლის განმავლობაში, როდესაც ეს კრიმინალები იყვნენ ხელისუფლებაში და მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული ევროპიდან და ამერიკიდან კრიმინალურ რეჟიმს საქართველოში, რაც გამაოგნებელია. კრიმინალურ რეჟიმს მოიხსენიებდნენ, როგორც დემოკრატიის შუქურას.
აქედან გამომდინარე, არ გვიკვირს, რომ 2012 წლის შემდეგ ისინი უკვე მფარველობენ კრიმინალებს, როდესაც ისინი არიან ოპოზიციაში. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი მოვლენა, ეს ყველაფერი ქართული საზოგადოების თვალში ახდენს ევროპული ბიუროკრატიის იმიჯის დისკრედიტაციას. იმედი მაქვს, რომ აშშ-ში უფრო სწრაფად შეიცვლება ყველაფერი, ვინაიდან აშშ-ში არის ახალი ადმინისტრაცია, რომელიც ებრძვის „დიფ სთეითს“, ევროპაში ცოტა უფრო რთულად არის საქმე. თუ არაფერი შეიცვალა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ევროპული ბიუროკრატიის სრული დისკრედიტაცია ჩვენს ქვეყანაში, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა.
ევროპა არის ჩვენი ისტორიული არჩევანი, ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა და აქედან გამომდინარე, ყოველთვის ვიყურებოდით ევროპისკენ, მაგრამ თუ ევროპაში არაფერი დარჩა ქრისტიანობიდან და სამართლიანობიდან, ბუნებრივია, ასეთი პროცესები გამოიწვევს საზოგადოების თვალში ევროპის სრულ დისკრედიტაციას. იმედი მაქვს, ეს პროცესი საპირისპირო მიმართულებით შემობრუნდება და ევროპა კვლავაც იქცევა სამართლიანობის და ქრისტიანობის სიმბოლოდ,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.