რას ამბობს გოგა მანია კაშხლის საფრთხის შესახებ
1755025231
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ანგარიში „ქართულ ოცნებაზე“ უკიდურესად კრიტიკულია და „მეგობარი აქტის“ მიღებას აჩქარებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
როგორც სანიკიძემ აღნიშნა, ვარაუდობს, რომ „მეგობარ აქტს“ შემოდგომაზე მიიღებენ.
„ჩვენ ვნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი სახდეპის ანგარიში. ტრამპის ადმინისტრაციის დროს ეს არის პირველი ანგარიში, სადაც უკიდურესად კრიტიკული გზავნილებია „ქართული ოცნების“ მიმართ. საუბარია ძალადობაზე, მედიის მიმართ განხორციელებულ უპრეცედენტო ზეწოლაზე, რაც ჩემი აზრით პირდაპირ აჩქარებს „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას“ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან არ აქვს არანაირი შანსი რაიმე სახით ვითარების ნორმალიზების ან ლეგიტიმაციის მიღების. აქედან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ შემოდგომის დასაწყისშივე მოხდება „მეგობარი აქტის“ მიღება, რომელიც აქტიურად შეუწყობს ხელს ქართულ საზოგადოებას და ამავე დროს, ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს „ქართული ოცნების“ რუსულ რეჟიმს“, – განაცხადა სანიკიძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.