როგორ მივხვდეთ, გველი შხამიანია თუ არა? - სპეციალისტის რჩევა
1751229410
ეს არის 11 ქვეყანა, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს. ესეც არის ევროკავშირის სირცხვილი, - ასე შეაფასა შალვა პაპუაშვილმა ის ქვეყნები, რომლებმაც საქართველოს დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დიპლომატებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებას ხელი 2010 წელს მოეწერა და ის „სააკაშვილის პოლიტიკური ელიტისთვის ამოქმედდა“, მაშინ როდესაც რიგით მოქალაქეებს 2017 წლამდე მოუწიათ ლოდინი.
მისივე თქმით, ამ ხელშეკრუელბის შეჩერების საფუძველი არ არსებობდა.
„საერთაშორისო ხელშეკრულებაში გაწერილია ყველაფერი, მათ შორის გარემოებები თუ რა შემთხვევაში შეიძლება შეჩერდეს ამ ხელშეკრულების მოქმედება. არცერთი ეს პუნქტი სახეზე არ არის დღეს. არ არსებობს არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომ ამ ხელშეკრულების მოქმედება რომელიმე ქვეყანას შეეჩერებინა. აქედან დასკვნა - ევროკომისიის რეკომენდაცია თუ გადაწყვეტიელბა დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ყველა ის ქვეყანა, რომელიც ამ გადაწვყეტილებას აჰყვა, არღვევს საერათაშორისო სამართალს. ანუ, ევროკავშირი არღვევს საერთაშორისო სამართალს. ეს არის დიდი სირცხვილი, რომელსაც თავი საერთაშორისო სამართლის ამცველად მოაქვს, სინამდვილეში კი თავად უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.