სურსათის ეროვნული სააგენტო, „სოფლის ნობათთან“ დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
1744035536
პირდაპირ აღიარებს ევროკომისია, ვერ გაურბის იმ პასუხისმგებლობას, რომ თურმე მათგან ფინანსდებოდა დაახლოებით 10 წლის განმავლობაში 9 მილიარდამდე დოლარი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრისას.
„თითქოს კლიმატის ცვლილების და გარემოს დაცვის საკითხები უნდა დაფინანსებულიყო და პირდაპირ ფინანსდებოდა საწინააღმდეგო აზრის ჩახშობა, მათთვის საჭირო პროპაგანდის გატარება, კონსერვატორული ხაზის უგულებელყოფა, რაც ძალიან სამწუხაროა“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ევროკომისიის სკანდალური აღიარებით დადგინდა რომ „ენჯეოებს“ ლობისტური საქმიანობისთვის იყენებდნენ. ევროკავშირის სახსრები, ფარული გავლენის ოპერაციაში ევროპელი კონსერვატორების ხმის ჩასახშობად გამოიყენეს. ევროკომისიამ უზრუნველყო არა მხოლოდ დაფინანსება, არამედ სტრატეგიული მიმართულებაც განსაზღვრა, თუ ვინ უნდა გამხდარიყო სამიზნე.