მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
ჩვენ აღვადგენთ მჭიდრო ეკონომიკურ, პოლიტიკურ კავშირებს და თანამშრომლობა გვექნება, როგორც აშშ-თან, ისე ევროპის კავშირთან, რაც თავისთავად განაპირობებს იმას, რომ საქართველო კიდევ გახდება მიმზიდველი საგარეო ინვესტიციებისთვის, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მომავალი მთავრობა – „ერთიანობის“ ხელისუფლება, პირველ რიგში, გაატარებს ფუნდამენტურ და ყოვლისმომცველ რეფორმას მართლმსაჯულების სფეროში.
„ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს მომავალი მთავრობა – „ერთიანობის“ ხელისუფლება, პირველ რიგში, გაატარებს ფუნდამენტურ და ყოვლისმომცველ რეფორმას მართლმსაჯულების სფეროში, რომლის შედეგადაც სასამართლო ჩვენს ქვეყანაში იქნება თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური ზეგავლენისგან. ის იქნება დამოუკიდებელი და ობიექტური, მას ექნება ნდობა, როგორც ბიზნესმენების და მეწარმეების, ასევე საზოგადოების და სამოქალაქო სექტორის მხრიდან. ჩვენ ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან სწრაფად აღვადგენთ, გავაუმჯობესებთ და ძალიან მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური კავშირები და თანამშრომლობა გვექნება დასავლეთთან, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროპის კავშირთან. ეს თავისთავად განაპირობებს იმას, რომ საქართველო კიდევ ერთხელ, ხელახლა გახდება მიმზიდველი საგარეო ინვესტიციებისთვის, მათ შორის ინვესტიციებისთვის მაღალტექნოლოგიურ სფეროში, რაც საქართველოს ეკონომიკას გახდის კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანს, მეტად პროდუქტიულს“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნიდან გავიდნენ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, უნდა ჰქონდეთ მოტივაცია, დაბრუნდნენ საქართველოში.
„შემოსავლების ზრდა იქნება ძალიან მკვეთრი და მკაფიო. შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ვარაუდით, საშუალო ხელფასი იქნება 3 500 ლარი, მინიმალური თვიური შემოსავალი 1 500 ლარის ოდენობით იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანა არის, რომ 800 000 ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც ქვეყნიდან გავიდა, რომელმაც ბოლო 12 წლის განმავლობაში, „ოცნების“ მმართველობის პერიოდში საქართველო დატოვა, ჰქონდეთ მოტივაცია, ინტერესი, რომ დაბრუნდნენ საქართველოში, ჩამოიტანონ თავიანთი ცოდნა, გამოცდილება. ბევრ მათგანს იგივე მიხეილ სააკაშვილის 1 მილიარდ ევროიანი ფონდი დაეხმარება იმაში, რომ ხელახლა გაერთიანდეს ქართული ოჯახები, შექმნან აქ მცირე საწარმოები, დასაქმდნენ საქართველოში. ქვეყანა იქნება ყველასთვის მიმზიდველი, არამხოლოდ საგარეო ინვესტიციებისთვის, არამედ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური სფერო, რადგან ის სოციალური დახმარება და შემწეობა, რაც გაიცემა ქალაქებში, რეგიონებში, რაც გაიცემა დევნილებისთვის, ეს არის ძალიან მცირე თანხა, მით უმეტეს იმ ინფლაციის და ფასების ზრდის ფონზე, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არსებობს. ამიტომ, ჩვენი შეთავაზება არის, რომ, სულ მცირე, 300-ლარიანი საბაზისო დახმარება იყოს თითოეულ ოჯახზე, სოციალურად დაუცველ ოჯახებზე და ასევე დევნილებზე, რაც განაპირობებს მათ დაინტერესებას, რომ ასევე სამუშაო ძალით ჩაერთონ ეკონომიკაში. მიუხედავად იმისა, მათ ექნებათ თუ არა სამუშაო ადგილი და შემოსავალი, ეს 300-ლარიანი დახმარება არ გაუქმდება და მათ ექნებათ მოტივაცია, ასევე ეძებონ სამუშაო ადგილები და დასაქმდნენ. საქართველოში შემოვა ინვესტიციები და საქართველო კიდევ ერთხელ გახდება საინტერესო ბიზნესისთვის, კომერციისთვის, ვაჭრობისთვის, ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრი და ასეთი სამუშაო ადგილების მოძიება, პოვნა რთული აღარ იქნება,“ – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.