ევროკავშირის სანქციები ყველა იმ პირის მიმართ, ვინც პასუხისმგებელია არჩევნების მანიპულაციასა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაში - მიხაილ როთი

მაიკლ როთი

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი.

“თავისუფლებისთვის მებრძოლებს და თავდადებულ ევროპელებს საქართველოში სჭირდებათ სოლიდარობა საქმით და არა მხოლოდ სიტყვებით: ევროკავშირის სანქციები ყველა იმ პირის მიმართ, ვინც პასუხისმგებელია არჩევნების მანიპულაციასა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაში. გაყალბებული არჩევნების არაღიარება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა!“ - წერს როთი.