რუსეთის პრეზიდენტის განცხადება
1732273413
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისადმი ოპოზიციის მიერ საიდუმლოდ გაგზავნილ წერილს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ წერილით დასტურდება, რომ ხელისუფლების ოპონენტები საქართველოსთვის ზიანის მიყენებას ცდილობენ.
„ამ წერილით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებიც თავის ქვეყანაზე კი არ ზრუნავენ, არამედ პირიქით ცდილობენ, რომ დიდი ზიანი მიაყენონ. წერილში ეს ყველაფერი აღიარებასავითაა და უნდა წავიკითხოთ, როგორც გამჟღავნება იმ ბოროტი გეგმისა, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებდნენ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ - „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და „გახარია - საქართველოსთვის“, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართეს წერილით, რომლითაც საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობების შეჩერება და ახლად არჩეული პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადება მოითხოვეს.
„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, შესაძლოა, ევროკავშირის გახდეს იძულებული, რომ პერსონალური სანქციების ნაცვლად, ქვეყანას დაუნიშნოს სანქცია, რაც ვიზალიბერალიზაციის დროებით შეჩერებაში აისახება. როგორც ბოკუჩავამ გადაცემა „ღამის კურიერში" განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს. მისივე თქმით, სანქცია, დაწესების შემთხვევაში, დროებითი იქნება და გაგრძელდება მანამ, ვიდრე ქვეყანაში ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება.