ჭავჭავაძეზე სამაშველო ოპერაციის დროს მეხანძრე დაიღუპა
1734856864
ექსპერტი დავით ჩიხელიძე ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ „სამწუხაროდ, ყველაფერმა ერთად, მიგვიყვანა იმ წერტილამდე, რომ ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი მიმდინარე წლის ივნისში შეაჩერა“.
როგორც ჩიხელიძე წერს, ამ ფონზე ოპოზიციის რეაქცია ჰგავს ხალხის ასაგდებად, ჭიქაში ქარიშხლის გამოწვევის უსუსურ მცდელობას.
„ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ უკვე ივნისში დროებით შეჩერდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მუშაობა. ამ ფონზე ოპოზიციის რეაქცია ჰგავს ხალხის ასაგდებად, ჭიქაში ქარიშხლის გამოწვევის უსუსურ მცდელობას.
რომ კითხო ახლა იმავე ოპოზიციას, მაგალითად 2016 წელში ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლას როგორ შეაფასებდნენ , საინტერესოა რას იბლუყუნებენ.“-წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.