ევროკავშირის დელეგაციის წევრ საიმონ ვანდერბრუკთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას, საკითხი ამოწურულია - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ევროკავშირის დელეგაციის წევრის, საიმონ ვანდერბრუკის საქართველში შემოსვლასთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა გაუგებრობას.

როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, ევროკავშირის მხარესთან ჰქონდათ კომუნიკაცია და საკითხი ამოწურულია.

„ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას. აღნიშნულზე ევროკავშირის მხარესთან გვქონდა კომუნიკაცია, რის შესახებაც მათ განემარტათ და საკითხი ამოწურულია“, – აცხადებენ სამინისტროში.

მანამდე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დაადასტურა, რომ 21 მაისს ევროკავშირის დელეგაციის წევრს, საიმონ ვანდერბრუკს თბილისის აეროპორტში შემოსვლის უფლება არ მისცეს. მათი განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გადაეგზავნა და საქართველოს ხელისუფლებამ სიტყვიერად მოიბოდიშა.