ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და ამაზე რადიკალური ოპოზიციის და მისი გარე ლობისტების კნავილი კარგად აჩვენებს, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაციის კუთხით ყინული დაიძრა - ზაალ ანჯაფარიძე

ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს ეხმიანება. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, “ამაზე რადიკალური ოპოზიციის და მისი გარე ლობისტების მსგავსი შინაარსის კნავილი - ეს რა ჰქენითო, კარგად აჩვენებს, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაციის კუთხით, ყინული რომ იტყვიან დაიძრა”.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში 8-10 იანვარს, მანამდე ევროსაბჭოს გენმდივნის ალენ ბერსეს ჩამოსვლა, და ამაზე რადიკალური ოპოზიციის და მისი გარე ლობისტების მსგავსი შინაარსის კნავილი - ეს რა ჰქენითო, კარგად აჩვენებს, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაციის კუთხით, ყინული რომ იტყვიან დაიძრა. საკითხავი ისაა მოიყოლებს თუ არა ის ქვეშ ოპოზიციას. P.S. მანამდე იგულაონ ცოტა ხანი კიდევ რუსთაველზე”- წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.