სეტყვა თბილისში - ნახეთ, კადრები
1745321635
ეუთო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი რადიკალი ოპოზიციონერებისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ აბსურდი, რაშიც ცდილობდნენ, ქართული საზოგადოება და მსოფლიო თანამეგობრობა გაეხვიათ, ჩამოშლილია, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, ცალკეული ოპოზიციონერები და ქვეყნის ფარგლებს გარედან დავალებების მიმცემები სრულ ისტერიკაში არიან.
„ქვეყნის მთავრობას და ხელისუფლებას არანაირი ვიზიტი არ ანიჭებს ლეგიტიმაციას, ლეგიტიმაციას ანიჭებს საზოგადოება და ხალხი, რომელმაც საკუთარი აზრი მკაფიოდ და ცალსახად დააფიქსირა საპარლამენტო არჩევნებზე. პირიქით, ეს ვიზიტი რადიკალი ოპოზიციონერებისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ აბსურდი, რაშიც ცდილობდნენ, ქართული საზოგადოება და მსოფლიო თანამეგობრობა გაეხვიათ, ჩამოშლილია და არაფრად ღირს მცდელობა, რომ ლეგიტიმაციის პრობლემები შეექმნათ ლეგიტიმურად არჩეული საქართველოს ხელისუფლებისთვის. ეს კიდევ ერთი მკაფიო ნაბიჯია, როცა მსოფლიოს მნიშვნელოვანი ავტორიტეტული ორგანიზაციის ხელმძღვანელები ქვეყნის მთავრობის კონკრეტულ წარმომადგენლებს ხვდებიან. ცალკეული ოპოზიციონერები სრულ ისტერიკაში არიან, ისევე როგორც მათი მხარდამჭერები და ქვეყნის ფარგლებს გარედან დავალებების მიმცემები. ამ ყველაფერში კარგად ჩანს, რა უსუსური და არაფრის მომცემია ის გზა, რითაც რადიკალიზმი დადის. ქვეყანასთან დაკავშირებით მათი გეგმები განულებულია. ვერ შექმნიან იმ მოცემულობას, რომ ჩვენი ქვეყანა ომსა და უბედურებაში ჩაერთოს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ეუთო-ს გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოს ვიზიტით დღეს ეწვია
სეტყვა თბილისში - ნახეთ, კადრები
1745321635
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1745344837