ეუთო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი ჩვეულებრივი ამბავია და ეს აღიარებასაც ნიშნავს, ჩვენთვის ნორმალური პროცესია, ზოგისთვის ისტერიკის საფუძველი - გია ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

ადამიანის ასე დამცირება წარმოუდგენელია, რომელიც ქვეყნების გაერთიანებას წარმოადგენს, ეუთო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი ჩვეულებრივი ამბავია და ეს ვიზიტი აღიარებასაც ნიშნავს, ჩვენთვის ნორმალური პროცესია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ეუთო-ს გენმდივნის ვიზიტი ზოგისთვის ისტერიკის საფუძველია, ზოგისთვის კი ნორმალური სამუშაო პროცესია.

„მსოფლიოში პროცესები მიმდინარეობს და მასში, მათ შორის საქართველოც მონაწილეობს – პრობლემებით, გამოწვევებით, გარე გამოწვევებით, რაც სამწუხაროა, შიდა გამოწვევით, ასეთი უნამუსო და უსინდისო დამოკიდებულებით, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პროცესია, რომლის შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორც ეუთო-მ, ასევე ოდირმა საქართველოს არჩევნები აღიარა. რასაკვირველია, გენმდივნის ჩამოსვლა, ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროების აშშ-ში ვიზიტი ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია, რომელიც დამოუკიდებელ ქვეყანას ახასიათებს, თავისი პრობლემებით, თავისი მიღწევებით და იმ ვითარებით, რომელიც ზოგადად, მსოფლიოშია შექმნილი. ამაზე აჟიოტაჟის ატეხვა გარკვეულწილად მართლაც ისტერიის მაჩვენებელია, რომელიც ე.წ. ოპოზიციურ სპექტრს დაეუფლა“, – განაცხადა ვოლსკიმ.