ცნობილი მსახიობი სპორტდარბაზში მოულოდნელად გარდაიცვალა
1759175547
"აქ შეიძლება დაისვას კითხვა იმის თაობაზე, ხომ არ არიან გარდაცვლილი პირები სიაში? პირდაპირ გეტყვით, რომ გარდაცვლილი პირები იყვნენ, არიან და, სამწუხაროდ, მომავალშიც იქნებიან, ორი გარემოების გამო", - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
კალანდარიშვილმა ისაუბრა იმ გარემოებებზე, რომელიც ასეთი შემთხვევების მიზეზი ხდება.
"როგორც იცით, სიების ფორმირებაში მონაწილეობს რამდენიმე ინსტიტუცია, რომლებსაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის, რადგან სწორედ მათ მიერ მოწოდებული მონაცემების კონსოლიდირებული ვერსიაა ის, რომელსაც შემდგომ ცესკო ყოფს ოლქებად, უბნებად და ანაწილებს ქვემდგომ ვერტიკალზე. შესაბამისად, სიები მაქსიმალურად მოწესრიგებული და განვითარებულია.
აქ შეიძლება დაისვას კითხვა იმის თაობაზე, ხომ არ არიან გარდაცვლილი პირები სიაში? პირდაპირ გეტყვით, რომ გარდაცვლილი პირები იყვნენ, არიან და სამწუხაროდ, მომავალშიც იქნებიან, ორი გარემოების გამო.
პირველი გარემოება ასეთია: როგორც იცით, ამომრჩეველთა სიების ფორმირების პროცესი წყდება კენჭისყრის დღემდე 18 დღით ადრე. ბოლო 18 დღის განმავლობაში სიებში ცვლილებები ვერ განხორციელდება, თუ არ იქნება სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამ პერიოდში, სამწუხაროდ, ხდება როგორც შობადობა, ისე გარდაცვალების შემთხვევები. ეს 18 დღე საკმაოდ სოლიდური პერიოდია და ბუნებრივია, რომ ამ დროის განმავლობაში შეიძლება სერვისების სააგენტომაც კი არ იცოდეს კონკრეტული პირის გარდაცვალების შესახებ. მაგალითად, თუკი ადამიანი გარდაიცვალა კენჭისყრის წინა დღეს ან 10 დღით ადრე, მისი მონაცემები სიაში მაინც იქნება, რადგან მისი ვალიდური სტატუსი, მისი სიცოცხლის სტატუსი, ჯერ არ არის მოწოდებული.
მეორე გარემოება: თუ პირის გარდაცვალების იურიდიული ფაქტი დადგენილი არ არის, ბუნებრივია, შესაბამისი ინსტიტუციებისთვის ეს ადამიანი ცოცხლად ითვლება მანამ, სანამ გარდაცვალების რეგისტრაცია არ განხორციელდება. თუ ეს პროცესი არ განხორციელდა, ის პირი ამ ინსტიტუციებისთვის კვლავ ცოცხლად ითვლება. ეს არის ის ორი კრიტერიუმი, რის გამოც გარდაცვლილი პირები სიებში იყვნენ, არიან და მომავალშიც იქნებიან," - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.