საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი... - ამინდი ისევ იცვლება
1747474923
“ევრონიუსი” ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე და მის კომუნიკაციას უცხოელ ლიდერებთან. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გულთბილი ურთიერთობები ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობაზე მეტყველებს, მას შემდეგ, რაც გაწევრიანების მოლაპარაკებები შეჩერდა.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მონაწილეობამ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-6 სამიტში აღნიშნული დაძაბული ურთიერთობების დათბობა დაადასტურა პარასკევს ქ. ტირანაში, მას შემდეგ რაც საქართველომ და ევროკავშირმა გაწევრიანების მოლაპარაკებები შეაჩერეს.
სამიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის მოკლე, მაგრამ გულთბილი შეხვედრა შედგა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველო და ევროკავშირი ახალ ეტაპზე გადადიან და წარსულის უთანხმოებების ფურცელს კეცავენ.
კობახიძემ მედიისთვის მიცემულ კომენტარში ეს მომენტი ასე შეაფასა: „იყო კომუნიკაციისშეზღუდვის პერიოდი [საქართველოსა დაევროკავშირს შორის] და როგორც ჩანს, ჩვენი ევროპელი პარტნიორები დაინტერესებულნი არიან საქართველოსთან კავშირის აღდგენით.“
პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს დათბობა განპირობებულია საქართველოს „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლით ევროპისათვის“, და იქვე დასძინა „ყველას ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსა და მის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, და სწორედ ამიტომ მოდის ამდენი ინიციატივა ევროპელილიდერების მხრიდან”,- აღნიშნულია სტატიაში. ასევე, მოცემულია პრემიერის ციტატა, სადაც ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ყველამ უნდა აღიაროს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა ევროპისთვის, განსაკუთრებით ევროზონისთვის. “ჩვენი როლი რეგიონში მნიშვნელოვანია, და სწორედ ამიტომ იზრდება მოთხოვნა დიალოგზე საქართველოს ხელისუფლებასთან,“ — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. “ევრონიუსის” სტატიაში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიანიჭა, თუმცა 2024 წლის ივნისში წევრობაზე მოლაპარაკებები განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა და ფინანსური დახმარება შეწყვიტა. “ეს გადაწყვეტილება მოჰყვა„უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღებას, რომელსაც ევროკავშირი რუსულ შთაგონებას დაავტორიტარულ მიდგომებს უკავშირებდა. კანონისფონზე ქ. თბილისში მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტები მიმდინარეობდა.
2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ საქართველო 2028 წლამდე აჩერებდა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს. პრემიერ-მინისტრმა ესგადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ გარკვეული ევროპელი პოლიტიკოსები „შანტაჟსა და მანიპულაციებს“ მიმართავდნენ.
ნოემბერში Euronews-თან ინტერვიუში კობახიძემ აღნიშნა, რომ „ბურთი ბრიუსელის მხარეს“ იყო,თუმცა ის კვლავ „ძალიან ოპტიმისტურად“ იყო განწყობილი საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივაზე 2030 წლამდე, რაც, მისი თქმით, ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს. კობახიძე ნოემბერში ხელახლა დაინიშნა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლიდან იმყოფება, თუმცამისმა გამარჯვებამ საპარლამენტო არჩევნებშიმასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია.
ოპოზიციურმა ძალებმა — მათ შორის საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა — არჩევნების შედეგებს „სრული ფალსიფიკაცია“ უწოდეს. ნოემბერში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც არჩევნების შედეგები დაგმო და ახალი არჩევნების ჩატარება საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ მოითხოვა.
ამ ფონზე, პარასკევს კობახიძემ განაცხადა, რომმან ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC)სამიტი შეარჩია „როგორც მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც განხილვის ძირითადი თემა იქნება ჩვენს ფუნდამენტურ ეროვნულინტერესებთან დაკავშირებული გზავნილები.“
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი ქ.ტირანაში თითქმის 40 ქვეყნის — როგორც ევროკავშირის წევრი, ისე არაწევრი სახელმწიფოების ლიდერებს აერთიანებს”, - აღნიშნულია სტატიაში.
„მზად ვარ, ვისაუბრო ყველასთან — ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ეს ფორმატი გვაძლევს შესაძლებლობას, ბევრ ლიდერთან განვიხილოთ საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან, რეგიონალურ სტაბილურობასთან და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან,“ — აღნიშნა კობახიძემ სამიტის მონაწილე ლიდერებისადმი მიმართვაში.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ სამიტი უკვე იწყებოდა, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კობახიძეს მიუახლოვდა და მათ შორის შედგა მოკლე, თუმცა, როგორც ჩანს, გულთბილი საუბარი — რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ტონის სიმბოლურ ცვლილებად შეფასდა.
“სამიტის ვიდეო ჩანაწერში ასევე ჩანს, როგორ ესაუბრება კობახიძე ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად შეხვდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რომელიც დიდი ხანია საქართველოს მთავრობის მხარდამჭერია.
კობახიძემ ეს პოლიტიკური განვითარება სამხრეთკავკასიის რეგიონში საქართველოს „სტრატეგიულიმდებარეობით“ ახსნა”, - აღნიშნულია სტატიაში, სადაც ასევე მოცემულია განცხადებები, რომლებიც პრემიერმა ვიზიტის ფარგლებში გააკეთა.
„წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილიშე გვქონდა რეგიონში მშვიდობისა დასტაბილურობის განმტკიცებაში, და მომავალშიც ამსულისკვეთებით მოქმედების ერთგულნი ვრჩებით,“ — განუცხადა კობახიძემ ალბანეთში მყოფ ქართველ ჟურნალისტებს.
„ჩვენ ვაკავშირებთ ორ მეზობელ ქვეყანას — აზერბაიჯანს და სომხეთს — ევროპასთან. გარდა ამისა, საქართველო თავის მეზობელ ქვეყნებთან ერთად ახორციელებს რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, რომლებიც საგრძნობლად აუმჯობესებს რეგიონალურ კავშირებს,“ — განაცხადა კობახიძემ.
„მჯერა, რომ ეს უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდსაქართველოსთვის, არამედ ევროპისა დაევროკავშირისთვისაც, რადგან ის აძლიერებსკავშირებს ევროკავშირსა და ჩვენს რეგიონსშორის,“ — აღნიშნა ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.