თბილისში, 25 წლის ბიჭი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1734954637
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ქართულ ჯარს მიმართავს და მოუწოდებს, რომ არ დაემორჩილონ ახალ პრეზიდენტს.
აღნიშნულის შესახებ მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
"მივმართავ ქართულ ჯარს - სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოსა და ქართული ჯარის ერთადერთი ლეგიტიმური მთავარსარდალი. ინაუგურაცია, რომლის ჩატარებასაც გეგმავენ, იქნება არალეგიტიმური და ე.წ. ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილოს ჯარი, მათ უარი უნდა განაცხადონ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე.
ქართულმა ჯარმა არ უნდა დაუჭიროს მხარი არალეგიტიმურ პროცესს! ეს იქნება ანწუხელიძის ღალატი, ეს იქნება იმ გმირების ღალატი, რომლებმაც თავი შესწირეს სიმართლეს და ჩვენი ქვეყნის მომავალს!" - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.