ესტონეთის საგარეო უწყება: კიდევ ერთხელ გამოვდივართ მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოწოდებით

ესტონეთი

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველ ჟურნალისტს მზია ამაღლობელს ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა მისი საქმის თანაზომიერების პრინციპსა და პოლიტიზაციასთან დაკავშირებით შეშფოთება კვლავ არსებობს, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყება ხაზს უსვამს, რომ ესტონეთი მხარს უჭერს მედიის თავისუფლებას და ჟურნალისტების დაცვას.

„კიდევ ერთხელ გამოვდივართ მისი გათავისუფლების მოწოდებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.