ესტონეთი აცხადებს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაზე პასუხისმგებელი საქართველოს 19 მოქალაქე დაასანქცირა, მათ შორის არიან მარიამ ლაშხი, ირაკლი ქადაგიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და სხვები

ესტონეთი

ესტონეთმა საქართველოს ხელისუფლების 19 წარმომადგენელი დაასანქცირა. ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრ მარგუს ცაჰკნას კომენტარსაც ავრცელებს, სადაც ქვეყნის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ დასანქცირებული პირები პასუხისმგებელნი არიან მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაზე.

სანქცირებულთა შორის არიან საქართველოს იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია, გენერალური პროკურორი, გიორგი გვარაკიძე, მოსამართლეები: ჯვებე ნაჭყებია, ირაკლი შვანგირაძე, ნინო გალუსტაშვილი, ნინო სახელაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები: ალუდა ღუდუშაური, ირაკლი ქადაგიშვილი, ილია ინჯია, მარიამ ლაშხი, გურამ მაჭარაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, სოზარ სუბარი, ალექსანდრე ტაბატაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი.