„ესაა კიდევ ერთი მცდელობა, რომ ქვეყანა მოაქციონ იზოლაციაში, თუმცა, ბუნებრივია, ამას არანაირი პერსპექტივა არ აქვს“ - ლადო ბოჟაძე სამი ოპოზიციური გაერთიანების მიმართვაზე

ვლადიმერ

"ეს, კიდევ ერთხელ, არის მცდელობა, რომ ქვეყანა მოაქციონ იზოლაციაში, თუმცა, ბუნებრივია, ამას არანაირი პერსპექტივა არ აქვს", - ეს განცხადება პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გააკეთა.

ლადო ბოჟაძე ეხმაურება სამი ოპოზიციური გაერთიანების მიერ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ფრაქციებისადმი მიმართვას.

"ეს, კიდევ ერთხელ, არის მცდელობა, რომ ქვეყანა მოაქციონ იზოლაციაში, თუმცა, ბუნებრივია, ამას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. არჩევნების შედეგები არის აღიარებული, მუშაობს საქართველოს პარლამენტი, მუშაობს საქართველოს მთავრობა, ამიტომ ასეთ განცხადებებს არ მგონია, რაიმე ეფექტური შედეგი მოჰყვეს. თუმცა, ისინი რომ ამას ცდილობენ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მათი მთავარი ამოცანაა ქვეყანა მოექცეს იზოლაციაში.

რაც შეეხება ახალი არჩევნების მოთხოვნას, ახალი არჩევნების მოთხოვნა მათთვის არის კიდევ ერთი ახალი შანსი რევოლუციის მოწყობის. ისინი ემზადებოდნენ არა 26 ოქტომბრის, არამედ 27 ოქტომბრისთვის. შემდგომმა განვითარებულმა მოვლენებმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. მათ შორის ის აქციები, რომელიც ახლაც მიმდინარეობს. იცით, რომ ეს აქციები მაიდანის სცენარით მიმდინარეობს და ახალი არჩევნები მათთვის იქნება არა გამარჯვების შანსი, არამედ რევოლუციის მოხდენის შანსი. ისინი მარცხდებიან არა "ქართულ ოცნებასთან," არამედ მარცხდებიან ქართველ ხალხთან", - აღნიშნა ლადო ბოჟაძემ.