1759573255
ეს ცრუ ნარატივი მოქალაქეებს გაშიფრული აქვთ, თუმცა კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ არჩევნების დღეს საკუთარი ამომრჩევლების მობილიზება, მათთან კომუნიკაცია, კარგი საერთაშორისო პრაქტიკა და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საქმიანობაა - შალვა პაპუაშვილი

"უკვე ტრადიციად იქცა, რომ ფეიკმედია ცდილობს, ჩვენს წარმომადგენლებზე კამერებით თავდასხმით, ისეთი სურათი დადგას თითქოს ამომრჩეველთა მობილიზება რაიმე დარღვევაა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. "ეს ცრუ ნარატივი ჩვენს მოქალაქეებს უკვე დიდი ხანია გაშიფრული აქვთ, თუმცა კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ არჩევნების დღეს საკუთარი ამომრჩევლების მობილიზება, მათთან კომუნიკაცია და პარტიის მხარდამჭერების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფა არა მხოლოდ კარგი საერთაშორისო პრაქტიკა, არამედ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობაა. ასე რომ, მივმართავ ფეიკმედიას, შეეშვას უკვე გაცვეთილი ცრუ ნარატივის გავრცელებას, ხოლო "ქართული ოცნების" ყველა წარმომადგენელს მივმართავ, უზრუნველყონ ჩვენი ამომრჩევლების სრული მობილიზება არჩევნებში მონაწილეობისთვის", - წერს შალვა პაპუაშვილი.