„არ გვაქვს კარგი ურთიერთობა, თუმცა მან გამაკვირვა“ - უაითი დვალიშვილის შესახებ
1737291854
ეს ტრუხა და უღირსი ბრიყვი ზუსტად ასე ებრძოდა ბოკერიას - მიშას მოღალატეს არ დაუჯეროთ თორემ ჩერგო დაგაჯდებათ თავზეო, კამპანია ჰქონდა გაჩაღებული, - ამის შესახებ „ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება ნიკა მელიას განცხადებას.
„ახლა, როცა მიშისტები იმას შვრებიან, რასაც თავად აკეთებდა სამარცხვინოდ - ახლა გაიძახის მიშას ებრძვითო! გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს - რომ ყველაზე უღირსი მეთოდით, ქალის მეორეხარისხოვანი როლის გამოყენებით და უმძიმესი ინსტიქტების წახალისებით ცდილობდა დაწინაურებას და აცოცებას“, - აღნიშნავს ჩერგოლეიშვილი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში პარტიის მხარდამჭერების გარკვეული ნაწილის მისამართით დაწერა:
„პირდაპირ გეტყვით, როდესაც მე მებრძვით, მიხეილ სააკაშვილს ებრძვით, რადგან ჩემი, ენმ-ის გამარჯვებით, მარცხდება ოლიგარქი და ტყვეობიდან თავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი!“