ეს შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია - ხატია დეკანოიძე ევროკომისიის ანგარიშზე

დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს შეფასება მნიშვნელოვანია, თუმცა, საქართველომ უნდა აღასრულოს კონკრეტული რეოფორმების, იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ევროკომისიის შეფასება. მაგრამ, ასევე უნდა გვესმოდეს, რომ არის კონკრეტული კრიტერიუმები რეფორმების კუთხით, რომელიც უნდა აღასრულოს საქართველოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ რეალურად მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ანალიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა.