რას წერს სანდრო მიკუჩაძე თამუნა მუსერიძესთან დაშორების შემდეგ
1778356774
მეორე დღეა პოლიტიკური განხილვის საგანია პაველ ჰერჩინსკის განცხადება. სახელისუფლებო გუნდმა ელჩის ნათქვამში ხელისუფლების შეცვლის მკაფიო სურვილი ამოიკითხა. ასვე აცხადებენ, რომ ეს არის ღია მუქარა ქვეყნის და მოსახლეობის მიმართ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ რიტორიკა კიდევ უფრო დამძიმებულია.
"რიტორიკა შეცვალეს და კიდევ უფრო დაამძიმეს. ევროკავშირის წარმომადგენლის ბრალი არ არის ამ განცხადებას რომ აკეთებს, რასაკვირველია, ინსტრუქცია აქვს მიღებული. საიდანაც ინსტრუქცია აქვს მიღებული, იქ კონკრეტულად ჯგუფი არსებობს გვარების მიხედვით ვიცით. ეს მუქარაა სერიოზული, თან იმ ხალხის მიმართ, ვისაც კარგად ესმის, რომ ქვეყნის სტაბილურობის გარდა, გადარჩენის პერსპექტივა არ არსებობს," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
პაველ ჰერჩინსკიმ საკუთარი განცხადებით ძალადობა, სამოქალაქო ომი და სიღარიბე ევროპული მომავლის ალტერნატივად წარმოაჩინა და თქვა, რომ უახლოეს პერიოდში გადაწყდება, საქართველო ეკუთვნის ევროპული ქვეყნების ოჯახს თუ ბრუნდება ბნელ წარსულში.