„გიორგი მამარდაშვილზე რატომ აგიგორეს ჭორი...“ - რას პასუხობს ალექსანდრა პაიჭაძე გამომწერებს
1744832942
მორიგი სკანდალური ჟურნალისტური მასალა, რომელიც ევროკავშირსა და არასამთავრობო ორგანიზაციების გაუმჭვირვალე დაფინანსებას ეხება, თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. კერძოდ, ევროკავშირმა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე 2021-2023 წლებში 7 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ამბობს, მდიდარი ენჯეოები აორგანიზებდნენ საქართველოში რევოლუციურ სცენარებს.
"თუ არ ვცდები 7 მილიარდის ოდენობის თანხაზეა საუბარი, სადაც კონტროლის პალატამ, თვითონ ევროკავშირის, პირდაპირ ამხილა, რომ 2021-23 წლის განმავლობაში 7 მილიარდი იყო ენჯეოებზე გადანაწილებული, სხვადასხვა მიზნობრიობით უნდა დახარჯულიყო და აბსოლუტურად ნულოვანი გამჭვირვალობა. ისინი ვერ აგნებენ ვერანაირ დაფინანსების წყაროდან დაწყებული, დაფინანსების საბოლოო ადრესატამდე დამთავრებული, არის აბსოლუტური ბუნდოვანება. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი პრობლემა იყო წლების განმავლობაში. ეს მდიდარი ენჯეოები აორგანიზებდნენ საქართველოში რევოლუციურ სცენარებს, ქაოტურობას, ისეთ პროპაგანდას გვახვევდნენ თავს, რომელიც აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის იდენტობასთან," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.