პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ენმ-ს წევრი გიორგი კირთაძე საგამოძიებო ორგანოში 2 საათზე მეტ ხანს იმყოფებოდა. მისი თქმით, გამოძიება პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით დაიწყო.
კირთაძე გამოძიებას არ ენდობა და ამბობს, რომ თავდამსხმელი ამ დრომდე იდენტიფიცირებული არ ჰყავთ. მისი განცხადებით, ეს იქნება ფორმალური გამოძიება და ინციდენტში მონაწილეები არ დაისჯებიან.
"მივედი და გამოკითხვის პროცესში ჩავერთე, მაგრამ იმის იმედი, რომ ვინმე იქ მყოფ ადამიანებს დასჯის, რა თქმა უნდა არ მაქვს, იმიტომ, რომ იქვე ვუთხარი გამომძიებლებსაც, რომ ან იმავე შენობიდან ან გვერდით - სუსის შენობიდან ხდება ამ ტიპის პროცესების მართვა და ამაში ეჭვი არ მეპარება. ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ქუჩაში ხალხი კვერცხებ ჩაწყობილი დადის? ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს იყო დადგმული პროვოკაცია," - განაცხადა აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი კირთაძემ.
გიორგი კირთაძის მიმართ განხორციელებული დევნის ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმაც დაიწყო.