დაგროვებითი პენსია 15 458 პირმა გაიტანა - რა შემთხვევაში შეგიძლიათ თანხის მიღება
1736626219
ეს იქნება მორიგი, მე-9 შემთხვევა, როდესაც ოპოზიცია ძალიან მძიმედ წააგებს ამ არჩევნებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 27-ე საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც თავისი არჩევანი დააფიქსირა.
კითხვაზე, თუ რატომ საუბრობს ოპოზიცია ხელისუფლების გადაბარებაზე, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს არის ჩვეულებრივი პიარული ტრიუკი.
“მათ სინამდვილეში ძალიან კარგად იციან, როგორია რეიტინგები. ჩვენ არასდროს არ ვცდებით ხოლმე, როდესაც ვსაუბრობთ, არასდროს არ ვატყუებთ ხალხს. თქვენ გახსოვთ რამდენჯერ მოატყუეს, 8-ჯერ მოატყუეს უკვე ქართველი ხალხი და 8-ჯერ მოიგო დამაჯერებლად არჩევნები “ქართულმა ოცნებამ“. მათ არ აქვთ არავითარი სინდისი და ნამუსი იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ჩახედონ თვალებში საკუთარ ამომრჩეველს მას შემდეგ, რაც 8-ჯერ მოატყუეს. მათ 8-ჯერ უთხრეს ტყუილი საკუთარ მხარდამჭერებს, მათ შორის, რომ იგებდნენ არჩევნებს, თუმცა შემდეგ საერთოდ არ რცხვენოდათ ხოლმე, როდესაც დამაჯერებლად აგებდნენ არჩევნებს. ეს იქნება მორიგი, მე-9 შემთხვევა, როდესაც ოპოზიცია ძალიან მძიმედ წააგებს ამ არჩევნებს.