,,ეს დღე სიკეთის, იმედისა და სიხარულის მომნიჭებელი დღესასწაულია. ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვინც შობას დღეს აღნიშნავს" - მიხეილ ყაველაშვილი

 მიხეილ ყაველაშვილი

ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი დღეს შობას ზეიმობს. საქართველოს პრეზიდენტი შობას ულოცავს ყველას, ვინც სწორედ დღეს აღნიშნავს ამ დღესასწაულს.

"ქრისტიანული სამყაროს ნაწილი 25 დეკემბერს მაცხოვრის შობას ზეიმობს. ეს დღე სიკეთის, იმედისა და სიხარულის მომნიჭებელი დღესასწაულია. ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვინც შობას დღეს აღნიშნავს" - წერს მიხეილ ყაველაშვილი ფეისბუქის გვერდზე.