ეს არის უტიფრობის მორიგი გამოვლინება კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მხრიდან - თორნიკე ჭეიშვილი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას ოპონენტების განცხადებებზე

თორნიკე ჭეიშვილი

"უტიფრობის მორიგი გამოვლინება კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მხრიდან" - ასე აფასებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას მოპასუხე მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

თორნიკე ჭეიშვილის თქმით, ოპონენტები ფაქტებს უგულებელყოფენ და გამიზნულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

"ისინი, მათ შორის, იმ საქმეებზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს აქვს ნამსჯელი და დადასტურებულია შესაბამისი სისტემატური დანაშაულები, გამოდიან და ამის ფაქტობრივად იგნორირებას ახდნენ. გვერდს უვლიან მაქსიმალურად [ფაქტებს]. ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს კოლექტიური "ნაცმოძრაობის" ხელწერას. ეს ხელწერა დაფუძნებულია იმაზე, რომ ყველანაირად დაუკარგონ აზრი დაუკარგონ იმ ცნებას, რომელსაც ჰქვია ადამიანის ძირითადი უფლებები, ადამიანის ღირსება, ადამიანის სიცოცხლე... მათი ზნე, მათი მიდგმები არ იცვლება", - აცხადებს თორნიკე ჭეიშვილი.

დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე სარჩელის განხილვა განახლდა. პროცესზე სიტყვის უფლებით "ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა ისარგებლეს. მმართველი გუნდის შეფასებით, ყოფილი სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები სისტემური დანაშაულების გამართლებას ცდილობენ.

✕