ეს არის სასოწარკვეთილი ოპოზიციის პოლიტიკური აგონია, ხან კარვებს მოიგონებენ, ხან ისეთ სისულელეს, რაც მათ პოლიტიკურ ბანკროტს უფრო თვალსაჩინოს გახდის - რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი

ეს არის სასოწარკვეთილი ოპოზიციის პოლიტიკური აგონია, ხან კარვებს მოიგონებენ, ხან ისეთ სისულელეს, რაც, საბოლოო ჯამში, მათ პოლიტიკურ ბანკროტს უფრო თვალსაჩინოს გახდის, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ საკუთარი ამომრჩეველი მოატყუა.

"რაც უფრო მეტს "იხმაურებენ", მით უფრო მეტად დარწმუნდება საზოგადოება, რომ ეს ხალხი ნდობას არ იმსახურებს", – განაცხადა იონათამიშვილმა.