ეს არის ნაბიჯი, რომ ოპოზიციას მიეცეს პიარული საქმიანობის საშუალება" - თენგიზ შარმანაშვილი მინსკში გამართულ შეხვედრასა და რუსული მხარის პოზიციებზე

თენგიზ შარმანაშვილი

უარგუმენტო შეზღუდვები და ოპოზიციის გაძლიერების მცდელობა - მინსკში გამართულ შეხვედრაზე რუსული მხარის პოზიციები "ქართული ოცნებისთვის" გაუგებარია. მმართველ გუნდში კითხვებს იწვევს რუსეთის დამოკიდებულება მაშინ, როდესაც ქართულ პროდუქციას ასანქცირებს და ქვეყანაში არ უშვებს, არ ასახელებს ამის მიზეზს, თუმცა პარალელურად, უნივერსიტეტების დამეგობრების ინიციატივით გამოდის.

მოსკოვის ეს მიდგომა "ქართულ ოცნებას" უჩენს ეჭვს, რომ რუსეთის ეს მიდგომა ქართული ოპოზიციის გამოფხიზლებას და მათ რეინკარნაციას ემსახურება.

"რა თქმა უნდა, ეს არის ნაბიჯი, რომ ოპოზიციას მიეცეს პიარული საქმიანობის საშუალება. პირველად აკეთებენ ამას რუსები? ხან სიმონიანი გამოვარდება, ხან ვიღაც საგარეო საქმეთა სამინისტროს კიდევ ვიღაცა სპიკერი გააკეთებს განცხადებას და შემდეგ ერთი კვირა ოპოზიცია ლაპარაკობს ამაზე.

თუ ჩვენი მოკავშირეები არიან, ხომ შეიძლება ერთხელ ისეთი განცხადება გააკეთონ, რომ მე გამოვიყენო? ამდენი წელია, ვერც ერთი მათი განცხადება ვერ გამოვიყენეთ, ვერც ერთმა. ვის წისქვილზე ასხამენ წყალს, ძალიან ადვილი გასაშიფრია. შენ რომ ვითომ რუსეთს შეებრძოლე, მერე მოტრიალდი 2008 წლის შემდეგ და მთელი ენერგეტიკა რუსებს მიეცი. მოხდა ეს? ტყუილია? უზარმაზარი რაოდენობის ენერგეტიკული სტრატეგიული ობიექტები გადასცა რუსეთს [სააკაშვილმა].

მერე ვითომ რუსებს ებრძოდა და საზღვარზე გამოცხადდა ღვინით და ტურისტებს ეუბნებოდა, ჩამოდით საქართველოში და ღვინოთი აჯილდოებდა. ეს კადრებიც ხომ არსებობს. ტყუილია ეს? რა თქმა უნდა არა, და მერე ისეთი ტიპის განცხადებებს აკეთებენ ხოლმე, რომ ისევ მიეცეთ საშუალება პიარისა ოპოზიციას." - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა. 

✕