ეს არის ამერიკული კანონის ზუსტი ანალოგი - ირაკლი ქადაგიშვილი ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე

ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ახალი საკანონმდებლო რეგულაციები ამერიკული კანონის ზუსტი ანალოგია.

მისი განმარტებით, ხელისუფლებას სურს მედიის მიმართულებით საქართველოსთისაც საუკეთესო სტანდარტები აიღოს.

"ეს არის ამერიკული კანონის ზუსტი ანალოგი. ამერიკას და მის კანონებს არა დემოკრატიულობას ვერავინ ვერ დააბრალებს. მედია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და რა თქმა უნდა, მასაც თავისი რეგულაციები გააჩნია. სამწუხაროდ, არსებული რეგულაციები, რომლებიც ჩვენთან არის და უფრო მეტად თვითრეგულაციას გულისხმობდა, აბსოლუტურად არ მუშაობს. ამიტომ, ჩვენც ამ მიმართულებით გვინდა, რომ საუკეთესო სტანდარტი ავიღოთ საქართველოსთვისაც. ამ შემთხვევაში, ჩვენ ბრიტანული ანუ BBC-ის სტანდარტით ვიმოქმედებთ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ბრიტანეთი რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველი დემოკრატიაა პრორუსულია, მაშინ მიმართოს ბრიტანეთის ხელისუფლებას, ან ბრიტანეთის საელჩოს საქართველოში", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.