პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ეს ადამიანები ებრძვიან ევროპულ მომავალს, საქართველოს სწრაფად განვითარებად ეკონომიკას და მშვიდობას ამ ქვეყანაში - ამის შესახებ " ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უკრაინის რადას დეპუტატის გონჩარენკოს განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, გონჩარენკო გეორგიევსკის ლენტით დადიოდა რამდენიმე წლის წინ და დღეს ვითომ საპირისპირო, პროდასავლური მიმართულებით დეკლარირებს და ლაპარაკობს.
„გონჩარენკო თავად არის ძალიან ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი იმიტომ, რომ გეორგიევსკის ლენტით დადიოდა რამდენიმე წლის წინ და დღეს ვითომ საპირისპირო, პროდასავლური მიმართულებით დეკლარირებს და ლაპარაკობს. ეს არის მისი პორტრეტი. ახლა ეს ადამიანი რას აკეთებს, მის ბექგრაუნდს რომ გადავხედოთ, მოგვიწოდებს შევისეირნოთ აფხაზეთში. ანუ, პროვოკაციული განცხადებების ავტორზე და ადამიანზე, რომელიც რუსულ ინტერესებს ქადაგებდა რამდენი წლის წინ, ამაზე ვლაპარაკობთ, ეს ერთი და მეორე, აქ საერთო სურათში უნდა დავინახოთ, სინამდვილეში საქმე რაშია - საქართველო ვითარდება სტაბილურად და სწრაფად. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის ორნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამბობს, რომ 2027 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 10,000 დოლარზე მეტი, 2030-ში შესაძლებელია მან გადააჭარბოს, თუ ასეთი ტემპით განვვითარდით ეკონომიკის თვალსაზრისით 15,000 დოლარს, ევროპულ მაჩვენებლებს ძალიან დავუახლოვდებით და მეორე მხრივ, ამისთვის მშვიდობა, სტაბილურობა, რაც დღეს არის ამ ქვეყნის სტაბილური განვითარება, ეს არის საჭირო და რას ებრძვიან თქვენი აზრი ეს ადამიანები შიგნიდან თუ გარედან. ეს ადამიანები მტრობენ ამას, ერთ მხრივ ეკონომიკური განვითარებას და მეორე მხრივ მშვიდობას. მშვიდობას როგორ მტრობენ - შეისეირნეთ აფხაზეთში, სოხუმში, ომისკენ მოწოდებები პირდაპირი და ირიბი გვახსოვს და მეორე მხრივ, ჩვენ რომ განცხადებები გავაკეთეთ ალბათ გახსოვთ, რომ ისინი ცდილობენ აწიონ და წინასწარ გავაკეთე მე პირადად ეს განცხადება, ესეც გემახსოვრებათ ვიზიტში ყოფნის დროს მივიღე რა ინფორმაცია, სარგებლობს თითქოს საქართველო უკრაინაში არსებული ომით, პუტინის მიერ წარმოებული საოკუპაციო მოქმედებებით სარგებლობაზე უნდათ აქცენტის გაკეთება და ამაში უნდათ საკუთარი ქვეყანა დაადანაშაულონ და ამით რას ურტყამენ იცით, ასეთ სიბინძურეს რატომ კადრულობს ვიღაცა, ურტყამს ეკონომიკურ განვითარებას. მათ ვერ წარმოუდგენიათ როგორ შეიძლება საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დადოს პროგნოზი, რომ 10,000 დოლარს გადასცდება მთლიანი შიდა პროდუქტი სულ რამდენიმე წელიწადში. რომ 2030 წლისთვის განვითარების ამ ტემპით გადასცდება 15,000 დოლარს და ამას ებრძვიან, ერთი მხრივ ეკონომიკას და მეორე მხრივ მშვიდობას. არც ეკონომიკასთან ამ ქვეყნის და არც მშვიდობასათან ბრძოლა არ გამოუვათ რეალურად იმიტომ, რომ მართლები ვართ. მართალია ეს ქვეყანა, რეალურად მხარს უჭერს ვისაც უნდა უჭერდეს ცივილიზებულ სამყაროს, დასავლეთს, ნამდვილად სურს და ეს ჩვენს ქართულ ხელისუფლებას და ქვეყანას შესაბამისად. 2020 წლის საარჩევნო პროგრამაში გვედო ეს ამბები, არავის აზრად არ მოსვლია მაშინ ჩვენს გარდა, რომ 2024 წელს განაცხადს შევიტანთო და მერე სხვა რაღაცების გამო დაჩქარდა მოვლენები, იცით ეს ყველაფერი. შესაბამისად, ამ ყველაფერს, ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს საქმით, საქმით ეს არის და სიტყვით რას ლაპარაკობენ მეორეა, ებრძვიან ევროპულ მომავალს, საქართველოს სწრაფად განვითარებად ეკონომიკას და მშვიდობას ამ ქვეყანაში" განაცხადა მამუკა მდინარაძემ.