რომელ ასაკშია ადამიანი მოხუცი? - მათემატიკური მოდელის პასუხი
1761326600
მკაფიო არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, კეთილდღეობასა და უკუსვლას შორის - ასე აფასებს მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნებიდან 1 წლის შემდეგ საზოგადოების მხარდაჭერას.
სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ საქართველოში არჩევნები მაღალი სტანდარტით ჩატარდა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებიც ამას ადასტურებს.
"26 ოქტომბრის შემდგომ ძალიან ბევრი საუბრობდა რამდენიმე კვირის განმავლობაში მინიმუმ, რომ თურმე 300-400 ათას ხმამდე გაყალბდა საქართველოში, რაც, რა თქმა უნდა, ვერ დაამტკიცეს, შესაბამისად, არანაირი პრობლემა არც ჰქონდა და ბუნებრივია, არ აქვს პარლამენტს ლეგიტიმაციის.
ამ 1 წლის მანძილზე აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს საქართველოს წინსვლას ყველა მიმართულებით და შესაბამისად, საქართველოს პარლამენტიც აგრძელებს ლეგიტიმურ მუშაობას“, - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.